თერჯოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ თერჯოლაში,  მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ქალაქ თერჯოლაში საზეიმო მსვლელობა მოეწყო და თემატური ღონისძიება გმირთა მემორიალზე.

სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა სკანდას ისტორიულ ციხეზე.

დამოუკიდებლობის  დღე-26 მაისი,  მოსახლეობას პირადად  მიულოცეს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!26 მაისი თითოეული ქართველისთვის არის თავისუფლების ზეიმი.

ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზნისთვის საქართველომ ბევრ განსაცდელს გაუძლო. დღეს საქართველო მზად არის დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო ისტორია, მიზნები და ღირებულებები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებას გოდოგნის საჯარო სკოლაც შეურთდა. პედაგოგების ინიციატივით ღვაწლმოსილ, დამსახურებულ პედაგოგს, ეთერ ურუშაძეს საზეიმოდ ვარსკვლავი გაუხსნეს და თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში მადლობა გადაუხადეს.

ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები