ნიკა გვარამია - წამების ქეისებს და არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში?

ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არ შეიძლება ენის მოჩლექით ლაპარაკი. ჩვენ კი, გვინდა ქართველ ხალხს, ნამდვილად! მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ რომ ამ ჩემ საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. აი, ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ, მოსამართლეების, არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი...ვინც გნებავთ, ვინც არ უნდა იყოს. არ ჩათვლიან ისინი ამას. მაგრამ ეს არ არის დასასრული. 

ჩვენ აუცილებლად რამეს მივიღებთ, მე გამიხარდება, რომ მივიღოთ ყველაზე მეტი, მაგრამ ენის მოჩლექით არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ მოხდება. ჩვენ რაღაცა მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ ყველაზე ნაკლებს უკრაინასთან შედარებითაც და მოლდოვასთან შედარებითაც... ჩვენ ვართ მაჩანჩალები, მაგრამ ევროპასაც უნდა ახსოვდეს, რომ თუ ჩვენთან დიალოგს ფორმატს არ დაიტოვებს და სრულად ჩაგვიკეტავს კარებს, რასაც მე გამოვრიცხავ, მაშინ ეს მაჩანჩალობაც დაიკარგება და ჩვენ ვიქნებით რუსეთის მაჩანჩალები, ამიტომ არც ეს არ უნდა მოხდეს",- აცხადებს ნიკა გვარამია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები