უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 750 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.05-მდე: ტანკები - 1 322 (+7), ჯავშანტექნიკა - 3 246 (+11), საარტილერიო სისტემები - 623 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+0), თვითმფრინავი - 206 (+0), ვერტმფრენები - 170 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 226 (+1), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 503 (+1), სპეციალური ტექნიკა - 48 (+1), საკრუიზო რაკეტები - 115 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.