თამარ კორძაია - მინისტრმა კითხვები უპასუხოდ დატოვა, ძალიან დიდი რისკია იმის, რომ ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს

მინისტრმა კითხვები უპასუხოდ დატოვა, ძალიან დიდი რისკია იმის, რომ ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსს ვერ მოიპოვებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დასმულ კითხვებსაც კი არ უპასუხა.   

"საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით "ქართულმა ოცნებამ“ დაიბარა. სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმებული შეკითხვები ექნებოდა დასმული და მათ შორის იყო, რა გამოწვევებია და რა საფრთხეები ემუქრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.  ამაზეც კი არ გასცა პასუხი. 15 წუთი მინისტრმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორი ისტორიული და ცივილილიზაციური არჩევანია ევროპა ჩვენი, ასევე ისაუბრა იმაზე, რომ 24 საათის რეჟიმში მუშაობდა სამინისტროს ყველა წარმომადგენელი.  მადლობა მათ, პროცესი ვიცით, რომ მძიმე და რთული იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამაზე მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა უპასუხეს. პასუხებზე არ გველაპარაკება მინისტრი.

პრობლემა ის არის, რომ კითხვები უპასუხოდ რჩება და ძალიან დიდი რისკი გვაქვს იმის, რომ ეს ხელისუფლება ვერ მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა კორძაიამ. 

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები