ირაკლი კობახიძე - 26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ამაზე უნდა მივანიშნოთ პრეზიდენტს

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 26 მაისს პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით "სირცხვილია". 

მისივე თქმით, პრობლემაა, რომ პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.

"რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადება, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან თამამად ვამბობ. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, იმისათვის რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის, ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება უნდა გააკეთო და მეორე შინაარსში... როდესაც ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რომელიც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს", - განაცხადა კობახიძემ.

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას" სათანადოდ ვერ აგრძელებს“. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები