ალექსანდრე ბარამიძე - სოროსის ფონდის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში

სოროსის ფონდის წინააღმდეგ  წამოწყებული კამპანია ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, - ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ  ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა კამპანიამ უკვე შემაშფოთებელი ელფერი შეიძინა.  

"ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტულად სოროსის ფონდის წინააღმდეგ  წამოწყებული კამპანია ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ ვაკვირდებით დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში. 

ირაკლი კობახიძის კომიკური განცხადებები, როგორც წესი,  ამასთან  იურიდიულადაც არაკვალიფიციურია, ასეთი იყო ნიკა გვარამიას საქმის  მოსამართლე ჩხიკვაძის აშშ-ში გამგზავრების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს დადანაშაულება და სრულიად გაუგონარი მინიშნებები სისხლის სამართლის დანაშაულზე, მაგრამ  ყველაზე შემაშფოთებელია, როგორი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ელფერი შეიძინა „ქართული ოცნების“ და მასთან დაახლოებული პირების რიტორიკამ“, - განაცხადა  ბარამიძემ. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  აარასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე მოღალატეობრივ ქმედებაში დაადანაშაულა.  მისი თქმით,  „სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები