ალექსანდრე ბარამიძე - ირაკლი კობახიძის ასეთი მძაფრი გაღიზიანება, მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" სასამართლოსთან მიმართებით არაფრის შეცვლა არ უნდა

ირაკლი კობახიძის ასეთი მძაფრი გაღიზიანება მხოლოდ იმის გამო,  რომ პრეზიდენტმა სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი ახსენა, მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებას" სასამართლოსთან მიმართებით არაფრის შეცვლა არ უნდა, - ამის შესახებ Front News-ს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ  ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტით დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული სასამართლოს თემაზე  საუბარს ყველას უკრძალავს.  

"კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემა ახსენა.  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს ხსენება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ესეც აღიზიანებს. 

ირაკლი კობახიძის ასეთი მძაფრი გაღიზიანება მხოლოდ იმის გამო,  რომ პრეზიდენტმა სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი ახსენა, მიუთითებს,  რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლოსთან მიმართებით არავითარი ზომების მიღება არ უნდა. 

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული ყველას უკრძალავს სასამართლოს თემაზე საუბარს,  რაც იმას ხელისუფლება სასამართლოს  კონტროლზე უარის თქმას არ აპირებს“, - განაცხადა ბარამიძემ. 

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემაზე ყველა საუბრობს და ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროინტეგრაციის გზაზე.   

"ქართული ოცნების“ გარდა მთელი ქართული საზოგადოება მუდმივად ლაპარაკობს, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უაღრესად პოლიტიზირებულია, რომ სასამართლოში გაბატონებულია მოსამართლეების მცირე ჯგუფი, კლანად წოდებული, რომელიც ზეგავლენას ახდენს დანარჩენ მოსამართლეებზე. თვითონ ეს კლანი ფარულ კავშირში იმყოფება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილთან, აქედან გამომდინარე ასრულებს მათ პოლიტიკურ დავალებებს, რაც ვლინდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, იგივე სააკაშვილის მიმართ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ, ახლა უკვე ნიკა გვარამიას მიმართ და ასე შემდეგ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად მიუთითებენ იმას, რომ სასამართლოში არის პრობლემები, ამაზე ლაპარაკობს ყველა, შარლ მიშელის დოკუმენტში სასამართლოს თემა  მთავარ საკითხად  იყო დაფიქსირებული.  ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანელია ასოცირების დღის წესრიგში და ახლა უკვე იგივე იქნება კანდიდატი წევრის სტატუსის საკითხების გადაწყვეტისას. რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს ასეთ ვითარებაში  ქვეყანას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როდესაც მთავარი მოთხოვნა სასამართლოს რეფორმირებსა და  დეპოლიტიზირების შესახებ ასეთი ფორმით სრულიად იგნორირებული რჩება?“, - განაცხადა ბარამიძემ. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლოს შესახებ გაკეთებული   შენიშვნის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ამით პრეზიდენტის ინტიტუტს მიაყენა ზიანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები