გიორგი გახარია - როგორც ჩანს, "ოცნება“ მზად არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

როგორც ჩანს,  „ოცნება“ მზად არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის  CEPS-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. 

“დღეს, როგორც ჩანს,  ოცნება მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი,  რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, აქეთა მხრიდან კი ნაციონალური ოპოზიცია  მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას უყურებენ და გვეუბნებიან, პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ აქვთ კომპრომისის და დიალოგის უნარი,  ქვეყანას კი არ აშენებენ, ანგრევენ. რასაც ახლა ჩვენ წარმატებით ვასრულებთ, ოღონდ ბოლომდე ჯერ არ დაგვინგრევია, ამაზეა საუბარი ამ დასკვნაში.  ოცნება და ნაციონალური მოძრაობა საბოლოოს ჯამში სახელმწიფოს ფუნდამენტს ანგრევენ, ინსტიტუტებს სპობენ, ერთიც და მეორე, ახლა მე რატომ გამოვჩნდი? ახლა როგორც ჩანს,  ოცნება მზად არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა  კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რაღაც-რაღაცები გამოჩნდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები