ბელარუსის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ბელარუსის პრემიერი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს.

"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურისა და განათლების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პირადი მხარდაჭერით, ასევე ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის შედეგად, ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - ნათქვამია რომან გოლოვჩენკოს მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები