ნანა კაკაბაძე - ე. წ. მანიფესტის პუნქტები მისი ავტორებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა

ე. წ. მანიფესტის სადღეგრძელოსავით ჩამორაკრაკებული პუნქტები მისი ავტორებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დაფუძნებას ეხმიანება. 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, მანიფესტის რამდენიმე ათეული ავტორის გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს იმ ადამიანების სახეები, რომლებიც ან არ ხედავდნენ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებზე, ან პირადად უქმნიდნენ იდეოლოგიურ საფუძველს ასეთ რეჟიმებს. მისივე თქმით, ფოტოზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული აქტივისტიდან ყველა ნაცნობი სახეა და ყველაზე წინა პლანზე ამაყად პოზირებს სოროსის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დღევანდელი ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროსაც ამ თანამდებობაზე მუშაობდა და იმ რეჟიმს ლობირებდა. 

"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი 27 მაისს, საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის და რამდენიმე სხვა მინისტრის მოსმენის შემდეგ, ოპოზიციამ მორიგი წარმოდგენა დადგა თემაზე - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენ გვინდა და თქვენ არა!“ პასუხებიც შესაბამისი მიიღეს, მაგრამ ამ დებატების ანალიზი ახლა შორს წაგვიყვანდა. მოკლედ, კოაბიტაციის პროცესიდან დაწყებული, სულ ცდილობდა ხელისუფლება, რომ ნაცები ქვეყნის მტრობის პოლიტიკიდან „სააქაოსკენ“ მოებრუნებინა, ცივილიზებულ ოპოზიციად ჩამოეყალიბებინა და ამით გარკვეულად მათი პოლიტიკური და მორალური რეაბილიტაციაც მოეხდინა. მაგრამ, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. გავიდა 10 წელი. დარწმუნდა ხელისუფლება, რომ ნაცების შეცვლა შეუძლებელია და ისინი მუდამ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ქვეყნის ღალატისკენ იქნებიან მიდრეკილები. 27 მაისის პარლამენტის სხდომაზე, კურიოზსაც ჰქონდა ადგილი. იუსტიციის მინისტრი, ნაცებმა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სასაუბროდ მიიწვიეს. მათ მხოლოდ ციხეში მყოფი თავიანთი ბელადის მდგომარეობა აინტერესებდათ. პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პრეტენზიები, პატიმრების წამების დამნერგავი პოლიტიკური ძალისგან, უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ ფონზე, იმავე 27 მაისს, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დამთხვევა: სამოქალაქო სექტორის, მედიის, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეების მიერ, დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”. მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს. მანიფესტი 9 პუნქტისაგან შედგება: 1. საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა; 2. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი; 3. ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს; 4. კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს; 5. მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს; 6. სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს; 7. სიღატაკე აღარ არსებობდეს; 8. სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას; 9. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული. ყველა ეს ლამაზი სიტყვა და ლოზუნგი ყველასთვის მისაღები და მისასალმებელია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ე. წ. მანიფესტის სადღეგრძელოსავით ჩამორაკრაკებული პუნქტები მისი ავტორებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა, ვინაიდან მანიფესტის რამდენიმე ათეული ავტორის გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს იმ ადამიანების სახეები, რომლებიც ან არ ხედავდნენ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებზე, ან პირადად უქმნიდნენ იდეოლოგიურ საფუძველს ასეთ რეჟიმებს. ამის თამამად თქმა შეგვიძლია, რადგან ამ ფოტოზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული აქტივისტიდან ყველა ნაცნობი სახეა და ყველაზე წინა პლანზე ამაყად პოზირებს სოროსის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დღევანდელი ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროსაც ამ თანამდებობაზე მუშაობდა და იმ რეჟიმს ლობირებდა“ - წერს ნანა კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები