ჯო ბაიდენი - პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. 

ამის შესახებ ბაიდენმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

ბაიდენმა უკრაინის სკოლებზე, საავადმყოფოებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ პუტინი "ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა".

"ის არა მხოლოდ ცდილობს დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გარდა ამისა, ბაიდენმა მაღალი შეფასება მისცა გლობალური თანამშრომლობის ძალას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა თავისი ქმედებებით გამოიწვია ნატოს გაფართოება, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მოტივაცია.

მსგავსი სიახლეები