პოროშენკომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა კიდევ ერთხელ სცადა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პოლონეთთან მეორედ სცადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოროშენკო 27 მაისს საკუთარი მანქანით პოლონეთში გადასვლას ცდილობდა, თუმცა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს, მიზეზად კი ხელისუფლების განკარგულება დაუსახელეს.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკური პარტიის, "ევროპული სოლიდარობის" წევრის ოლეჰ სინიუტკას თქმით, პოროშენკო ოფიციალურ საპარლამენტო მივლინებაში, კერძოდ კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა, ხოლო განკარგულებას მისი გამგზავრების შესახებ ხელი თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები