პაატა გულიაშვილი - ენა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლესთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა.

აქციაზე შეკრებილების თქმით, მეფე ერეკლე საამაყოა და ისტორიის დამახინჯება არის ეროვნული დანაშაული.

შეკრებილებს მსახიობმა პაატა გულიაშვილმა მიმართა. 

"ენა დაიმოკლოს, გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს! და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან", - აღნიშნა პაატა გულიაშვილმა.

უახლესი ამბები