გიორგი მშვენიერაძე - ეს კოლეგიალობა კი აღარ არის, ეს არის პარტიული დავალების შესრულება

ეს კოლეგიალობა კი  აღარ არის,  ეს არის პარტიული დავალების შესრულება, -  ამის შესახებ Front News-ს იურისტმა  გიორგი მშვენიერაძემ მოსამართლეების ე.წ. სოლიდარობის ფაქტის შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად თავად მოუწოდა მოსამართლეებს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში გაუქმებული ვიზიტის შემდეგ თავადაც თავი შეეკავებინათ ამ ვიზიტისგან. 

"ირაკლი კობახიძის განცხადებისა და დღეს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ მოსამართლეები მართლაც არ გაემგზავრნენ აშშ-ში, შეიძლება ასეთი დასკვნა გავაკეთოთ  - მოსამართლეების ე.წ. უარი,  ეს არის არც რაიმე სოლიდარობის ან კოლეგიალობის გამოხატულება, არამედ მმართველი პარტიის მოწოდების შედეგად გადადგმული მორჩილების ნაბიჯი. 

სინამდვილეში,  ეს არის „ქართული ოცნების“ პარტიის პოლიტიკის გაგრძელება -   თუ ვინმეს ბიძინა ივანიშვილი და მისი სამართალი არ მოსწონს,  უარს ამბობენ მათთან ურთიერთობის გაგრძელებაზე. 

ამავე დროს,  ეს არის განაცხადი აშშ-თვის, რომ ისინი არ აპირებენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას, არამედ აპირებენ მოქმედებას ისე, როგორც მათ მმართველი პარტია დაავალებთ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, ამ ფაქტით, რომ თავად მოსამართლეები არაფერს საუბრობენ თავიანთი „გადაწყვეტილების“ შესახებ, უფრო  მკაფიოდ ჩანს,  რა ძლიერი წნეხის ქვეშაა სასამართლო სისტემა. 

"როდესაც ავტორიტარულ სახელმწიფოში მმართველი პარტიის მთავარი სპიკერი მოუწოდებს მოსამართლეებს კოლეგიალობის ნიშნად, არ წავიდნენ აშშ-ში და ისინი ამ დავალებას ასრულებენ უსიტყვოდ,  ეს კოლეგიალობა კი  აღარ არის,  ეს არის პარტიული დავალების შესრულება. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რამდენად მოწყვლადია სასამართლო სისტემა და რამდენად  ძლიერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან მოსამართლეები“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები