ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს

არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს, - ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ახმეტაში "კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა  გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ, ალტ-ინფოს ხსენება არ უნდა იყოს. 

აქციის მონაწილეებს პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ტერიტორიას აქციის 2 მონაწილე განარიდა. 

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ახმეტის ცენტრში  საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის კახი მამულაშვილს ოჯახის წევრის კუთვნილ ფართშია განთავსებული.

უახლესი ამბები