გიგი კალანდაძე - კიევის აღება შეუძლებელია

კიევის აღება  შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა ქართველმა  გენერალმა გიგი კალანდაძემ ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, შეუძლებელია წინასწარ თქმა,  დააპირებს თუ არა რუსეთი კიევზე კვლავ შეტევას, მაგრამ დანამდვილებით შეუძლია იმის თქმა, რომ  ოკუპანტის შეიარაღებული ძალები კიევის მისადგომებთან დარჩება. 

"კიევის აღება არის შეუძლებელი, მაგრამ თუ დააპირებენ, განსაკუთრებულად დიდი წინააღმდეგობა დახვდებათ, განსაკუთრებულად დაზარალდებიან და შეიძლება ითქვას,  მისი შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი დაემხობა კიევის მისადგომებთან.   კიევთან მისვლა ახლა სამოქალაქო მანქანითაც  ძალიან რთულია, იმდენი დაბრკოლებებია გზებზე. ყველა კონკრეტული მიმართულება არის განსაკუთრებულად გამაგრებული“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შესაბამის წინააღმდეგობას უწევს, მას ნამდვილად შეასუსტებს და საბოლოოდ დაამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები