ერდოღანი ხვალ ზელენსკისა და პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებთან ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. მოლაპარაკებები ხვალ, 30 მაისს არის დაგეგმილი.

"ჩვენს გულებში არის იმედი, რომ ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანად დასრულდება, რაც შეიძლება მალე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ორშაბათს მექნება სატელეფონო საუბარი უკრაინულ და რუსულ მხარეებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მხარეების წახალისებას, რომ გამოიყენონ დიალოგისა და დიპლომატიის არხები“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა დიპლომატიური გზით რაც შეიძლება მალე უნდა დაამყარონ "სამართლიანი მშვიდობა".

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლება არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კავშირების გაწყვეტას.

უახლესი ამბები