პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძე არის "კუდიანებზე მონადირე“, რომელიც ცდილობს მოაწყოს ჭიქაში ქარიშხალი და სხვას გადააბრალოს პასუხისმგებლობა

ირაკლი კობახიძე არის "კუდიანებზე მონადირე“, რომელიც ცდილობს მოაწყოს ჭიქაში ქარიშხალი და სხვას გადააბრალოს  პასუხისმგებლობა, -  ამის შესახებ  Front News-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, რაც  უფრო ახლოს იქნება ქვეყანა  ევროპასთან, მით უფრო მეტად არაადეკვატურ განცხადებებს მოვისმენთ სახელისუფლებო წრეებიდან.  

"არანაირი მმართველი პარტიის ხელმძღვანელი კობახიძე არ არის და არანაირი მმართველი პარტია ჩვენ არ გვყავს,  ეს არის ბიძინა ივანიშვილი მომსახურე ადამიანების ჯგუფი.  ირაკლი კობახიძე არის  „კუდიანებზე მონადირე“, რომელიც  ცდილობს ყოველთვის მოაწყოს ჭიქაში ქარიშხალი, სხვას გადააბრალოს  პასუხისმგებლობა.  

ის, რომ დღეს მართლმსაჯულება არ არის სათანადო დონეზე  და სასამართლოს კლანი მართავს, ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. ის, რომ ქვეყანაში სიღარიბეა, კრიმინალი გაზრდილი და ხალხი ქვეყნიდან გარბის, არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. ეს რომ გადაიფაროს, ეძებს განტევების ვაცს, ეძებს მტერს. 

ჩვენ ვნახავთ, რაც უფრო ახლოს ვიქნებით ევროპასთან,  მით უფრო მეტ სიგიჟეებს  ილაპარაკებენ ეს ადამიანები, რადგან ევროპა ნიშნავს დემოკრატიას, ევროპა ნიშნავს არა ოლიგარქიულ მმართველობას, არამედ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. ევროპა ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს და არა სოციალური დახმარებებითა და სიღარიბით მანიპულაციას, როგორც ქართული ოცნება აკეთებს. ევროპა ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და არა კრიმინალთნ ალიანსში ჩატარებულ არჩევნებს. აი, სწორედ ამიტომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი. ცდილობს ყველანაირად ხელი შეუშალოს ამ პროცესს და თან დააბრალოს ოპოზიციას “, - განაცხადა მანჯგალაძემ. 

მისი თქმით, ქვეყანაში არანაირი შეთქმულებები და  გადატრიალებები არ იგეგმება. 

"საქართველო, რა თქმა უნდა, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს.  ჩვენ ყველა უცხოური ვიზიტის დროს ყველაფერს ვაკეთებთ,  რომ ეს სტატუსი მოგვვანიჭონ.  ეს გვჭირდება  დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით ხელისუფლებაზე ზემოქმედების მეტი ბერკეტის  მოპოვებისათვის.  საქართველო იმსახურებს კანდიდატი წევრის სტატუსს, მაგრამ საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას,  რომელიც ყავს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები