მაია კაშია - ჩუტყვავილას ვაქცინა არ მოქმედებს "მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე, როდესაც საუბარია ვაქცინაციაზე, იგულისხმება ყვავილის ვაქცინა

რა არის "მაიმუნის ყვავილი“, როგორ ვრცელდება ის, რით ჰგავს "გრიპს“ და "ჩუტყვავილას“ და მოქმედებს თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინა? - ამ საკითხებზე  Front News-ს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ესაუბრა. 

- მაიმუნის ყვავილი ადამიანებში პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში კონგოს რესპუბლიკაში დადასტურდა.  ეს არის ზოონოზური დაავადება და ადამიანებზე გადაცემა უპირატესად მღრნელების და პრიმატებისგან ხდება. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის გზები აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი, ძირითადად,  გადაცემა ხდება რესპირაციული გზით, ინფიცირებულთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ასევე შეიძლება პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებით, ასევე  აღწერილია რამდენიმე შემთხვევა,  როდესაც ინფექციის გადაცემა მოხდა დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტებით. დაავადებას საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი აქვს, გრძელდება 5-დან  21 დღის ჩათვლით და საკმაოდ გავს გრიპის და გრიპისმაგვარ ინფექციებს, აქვს მსგავსი მიმდინარეობა,  - ეს არის შემცივნება, ცხელება, თავის,  კუნთების, ზურგის ტკივილი. 

- რაც შეეხება განსხვავებას, რით განსხვავდება „მაიმუნის ყვავილი“ სხვა ინფექციებისგან?

- რაც „მაიმუნის ყვავილს“ განასხვავებს სხვა ინფექციებისგან, ეს არის გამონაყარი. ინფიცირებიდან დაახლოებით მე-3 დღეს შეიძლება დაიწყოს გამონაყარი, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთლიანად სახეზე, უპირატესად არის კიდურებზე, დამახასიათებელია გამონაყარი ხელისგულებზე, ფეხისძირებზე. დაახლოებით 75 %-ში დაავადება მიმდინარეობს ასეთი გამოვლინებით. ასევე დამახასიათებელია გამონაყრის მტკივნეულობა. 

- რაც შეეხება ვაქცინას, მუშაობს თუ არა ბავშვთა ასაკში ჩატარებული ყვავილის ვაქცინაცია?

- ბავშვთა ასაკში ყვავილის ვაქცინით აცრილებში ვითარდება ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც ხელს უწყობს, რომ დაავადება მიმდინარეობდეს დაიფიცირებისას უსიმპტომოდ, ან შედარებით მსუბუქ ფორმებში. 

- რა მსგავსებაა ჩუტყვავილასთან?

- საკმაოდ ხშირად არის ხოლმე, რომ ამ ორ ინფექციას ადარებენ ერთმანეთს და არის მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა მოქმედებს მაიმუნის ყვავილზე. ეს ორი ვირუსი არის აბსოლუტურად სხვადასხვა. განსხვავდება ერთმანეთისგან, მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებს, შესაბამისად,  ჩუტყვავილას ვაქცინა არ მოქმედებს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე. როდესაც საუბარია ვაქცინაციაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება ყვავილის ვაქცინა, რომელიც  1990-იან წლებამდე კეთდებოდა და ჩართული იყო იმუნიზაციის კალენდარში. ამ ვირუსის ერიდიკაციასთან ერთად შეწყდა ყვავილის ვაქცინაცია, თუმცა ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნებში ხდება ყვავილის ვაქცინის მობილიზაცია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები