spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – მნიშვნელოვანია გავზარდოთ იმ ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა, რაზეც დგას ევროპა და “ევროპის უნივერსიტეტის“ ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება

მნიშვნელოვანია გავზარდოთ იმ ფასეულობების და ღირებულებების ცოდნა, რაზეც დგას ევროპა და “ევროპის უნივერსიტეტის“ ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ერასმუს + ჟან მონეს პროექტის – “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „ევროპის უნივერსიტეტს“ პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

“გილოცავთ, ვიცი რასთან არის დაკავშირებული ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. იდეაც და თემატიკაც გაქვთ სწორად შერჩეული, ქვეყნის იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელსაც ახლა საქართველო გადის. ის ღირებულებები, ფასეულობები, მნიშვნელოვანია ამის ცოდნა გავზარდოთ სასწავლებლებში და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პროექტი. 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სკოლებში და დარწმუნებული ვარ, ბევრი სიახლე და ინოვაცია და ის ღირებულითი ფასეულობა გაიგეს ჩვენმა ბავშვებმა, რაც უნდა იცოდნენ ევროპის შესახებ, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა ამილახვარმა.

“ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები