კულტურის სამინისტრო - არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად დღეიდან დაიწყება

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, ვინაიდან მასში დაცულია ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები - შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხეზე კვეთის ნიმუშები, XVIII-XIX სს-ების ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების, რუსული, თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების კოლექციები, არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების უმდიდრესი კოლექცია, ფოტო და ნეგატივების ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები ძვ. წ. V ათასწლეულიდან XX ს. ჩათვლით, მათ შორის უნიკალური არქეოლოგიური მასალა, VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის, ხატწერის იშვიათი ნიმუშები, ხელნაწერები, იარაღი, ჭურჭელი, საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები.

მუზეუმის შენობა აგებულია XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. შენობას, როგორც თბილისის ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ უძრავ ძეგლს, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ნოემბრის N834 ბრძანებულებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

ხელოვნების მუზეუმი ამ შენობაში 1952 წელს განთავსდა. მას შემდეგ, შენობაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა. ვითარება არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში 2005 წლიდან მოექცა. შესაბამისად, შენობა უკვე მრავალი წელია უმძიმეს მდგომარეობაშია, რამაც რეალური საფრთხე შეუქმნა მასში დაცულ უნიკალურ კოლექციებს.ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, 2021 წლიდან დაიწყო მუშაობა შენობის სრული გამაგრებითი და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების მიზნით. ინფრასტრუქტურის სრული განახლება, რომელსაც კულტურის სამინისტრო ისახავს მიზნად, უზრუნველყოფს მუზეუმის უნიკალური კოლექციების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვას, როგორც საფონდო საცავებში, ისე საექსპოზიციო სივრცეებში.

მოცემული მიზნის მისაღწევად, აუცილებელ პირობად მივიჩნევთ, რომ დაგეგმილი სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, უმოკლეს ვადებში დაიწყოს შენობის დაცლა და ფონდების, მათ შორის საგანძურის, დროებითი ევაკუაცია ალტერნატიულ უსაფრთხო სივრცეში.

ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში არსებული საეკლესიო საგანძური წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ზრუნვის საგანს, ხელოვნების მუზეუმის საგანძურთან დაკავშირებული ყოველგვარი ქმედება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეთანხმებით. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს მიმდინარე პროცესებზე როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის სრულ პასუხისმგებლობას, ნდობას პროცესისადმი და ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ UNESCO-სთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში 2021 წელს მოვლინებულმა ექსპერტებმა, პირველ ეტაპზე, შეისწავლეს საგანძურში განთავსებული ექსპონატების მდგომარეობა, მოამზადეს დასკვნა, რის საფუძველზეც, უცხოელი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მუშაობა იმ ექსპონატების პრევენციულ კონსერვაციაზე, რომელთა მდგომარეობა საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას მათ ტრანსპორტირებამდე. აღვნიშნავთ, რომ შემუშავებულია რეკომენდაციები საგანძურის ექსპონატების შესაბამის სივრცეებში ეტაპობრივად, უსაფრთხოდ გადატანასა და განთავსებასთან დაკავშირებით. 

არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად უკვე დღეიდან დაიწყება. მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე.

ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით.

რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც. მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.

საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით. დეტალურად იქნება გაწერილი ექსპონატების გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოებიც.

ტრანსპორტირების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ექსპონატების გადაადგილებისას უზრუნველყოფენ მათ დაცულობას. ტრანსპორტირების პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, ხელოვნების მუზეუმს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლის შემდგომ ჩატარდება გამაგრებითი და კაპიტალური სამუშაოები, რის შედეგადაც, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს სამუზეუმო სივრცეში კვლავ დაიმკვიდრებს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ფუნქციას. იგი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ექსპოზიციები, საგანმანათლებლო, საგამოფენო და საზოგადოებრივი სივრცეები. მუზეუმი უმასპინძლებს საერთაშორისო ღონისძიებებს, ხელი შეეწყობა მუზეუმის ინტეგრირებას მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუზეუმის რესურსის გამოყენებას არაფორმალური განათლების მიმართულებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რაც იქნება კულტურული ტურიზმის განვითარების მყარი გარანტია.შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია იქნება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ათეული წლებია ელის ჩვენი საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები