მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის სტატუსის განსაზღვრა ახლებურად მოხდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინის განმარტების ცვლილებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:

• რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

• რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

• თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

• თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

კომიტეტის წევრის რატი იონათამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება.

მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული  საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე მარტოხელა მამაზეც. კერძოდ, მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. სწორედ, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ მარტოხელა მამის სტატუსის მიმღები პირებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები