აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში სუს-ის კრებსები და 5 ივლისის ძალადობაც მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, მათ  შორის საუბარია 2021 წელს ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ.

"სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც ფართოდ გავრცელდა მედიით, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ნამდვილობა, მაშინ როდესაც ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, ჟურნალისტი და სხვა პირი მათ ავთენტურობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ თვალთვალი ნეგატიურად აისახა რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაამტკიცა მათი შიში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოკდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა. 

დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხი.

ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. დოკუმენტში აღნიშნულია – „რელიგიური ლიდერები აცხადებდნენ, რომ ამ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის საქმიანობა იზღუდებოდა“. მათ შორის დასახელებულია იეჰოვას მოწმეები და ორმოცდაათიანელები.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც.

"თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარში თბილისში გაუქმდა, როდესაც ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებს და ოფისებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები