გია ხუხაშვილი - პრეზიდენტი სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ინსტიტუციურ ლიდერებს ჩვენ სწორი ქმედებებისთვის ვირჩევთ

პრეზიდენტი სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ინსტიტუციურ ლიდერებს  ჩვენ ვირჩევთ არა სწორი შეფასებებისთვის, არამედ სწორი ქმედებებისთვის,  - ამის შესახებ  Front News-ს პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი ნიშა დაიკავა, რომლის დიაპაზონშიც მოქმედებს, თუმცა ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ ის  პოლიტიკური მოცემულობის შეცვლას შეძლებს. 

"პრეზიდიდენტმა დაიკავა  ძალიან საინტერესო ნიშა, შემრიგებლური, კონსოლიდაციისკენ მიმართული, აშკარად გამოკვეთილი, პროევროპული, პროდასავლური, ცდილობს ზეპარტიული გზავნილები გზავნილები გააკეთოს.  ის ამ ნიშაში ჩაჯდა და   ამ დიაპაზონის ფარგლებში მოძრაობს.  მისი გუშინდელი რიტორიკა არაფრით განსხვავდება თუნდაც გუშინწინდელისგან.  მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ამით პოლიტიკურ მოცემულობას უკეთესობისკენ შეცვლის,  არ მაქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.  

მისივე თქმით, პრეზიდენტმა აირჩია ისეთი გზა, რომ სწორად ილაპარაკოს, მაგრამ ამასთანავე არაფერი აკეთოს. 

"მისი ეს სწორი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ იწვევს საზოგადოების ემპათიას, მაგრამ ჩვენ ინსტიტუციურ  ლიდერებს იმისთვის კი არ ვირჩევთ, რომ სწორად ილაპარაკონ ტელევიზორში, ამას სხვებიც კარგად ახერხებენ.  ჩვენ მათ ვირჩევთ, რომ  სწორად იმოქმედონ, მოქმედების მხრივ კი,  მას რა თქმა უნდა,  აქვს პრობლემები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები