ზელენსკიმ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა დაასახელა

უკრაინის 3620 დასახლება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ბევრი მათგანი ცივილიზებული ცხოვრებისთვის შესაფერისი აღარ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის მერების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

"სულ 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 3620 დასახლებული პუნქტი მოექცა. ეს არის როგორც დიდი, ასევე პატარა ქალაქები. თითოეულ მათგანშია ნგრევა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ ცივილიზებული ცხოვრებისთვის არ არის შესაფერისი. ეს არის რეალობა, რაც რუსეთმა მოიტანა. ქალაქებში არ არის კომუნიკაცია, არ არის ელექტროენერგია, უბრალოდ წყალიც არ არის. ბომბებმა და რაკეტებმა შეიძლება გაანადგუროს ნებისმიერი შენობა, თუნდაც საბავშვო ბაღი ან უნივერსიტეტი, მთელი ქალაქი შეიძლება უბრალოდ დაიწვას", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა ოკუპანტზე გამარჯვების, ამიტომ ხელისუფლებამ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის ამბიციური პროექტი დაგეგმა დაამ პროექტის განსახორციელებლად ამერიკის ქალაქების მერები მოიწვია.

”ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისა და ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერის წყალობით, უკრაინულ გამბედაობას ეძლევა საჭირო იარაღი თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ მას ასევე სჭირდება თავისუფალი სამყაროს ეკონომიკური უპირატესობის დემონსტრირება. ამიტომ, ჩვენ უკვე ვიწვევთ ჩვენს პარტნიორები შეუერთდნენ უკრაინის რეკონსტრუქციას. აიღეთ მფარველობა ქალაქის, რეგიონის ან ინდუსტრიას, რომელიც განადგურდა რუსეთის დარტყმების შედეგად და აღადგინეთ ისინი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი, რომელიც გააძლიერებს როგორც უკრაინას, ასევე ყველა ქვეყანას.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის ქალაქების მერებს "მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე“ და მონაწილეობა მიიღონ დამპყრობლებისგან გათავისუფლებული უკრაინის ქალაქებისა და სოფლების აღდგენაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები