დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებამ დაუშვა მისთვის კატასტროფული შეცდომა ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციების აკრძალვის პეტიციით

ლევანს აგინებენ, როგორც დასავლეთის დესანტს საქართველოში, - ამის შესახებ Front News-ს „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა  დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა,  როდესაც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. 

"ახლა გაახსენდათ ერეკლე მეფე, შარშან, შარშანწინ და იმის წინ ერეკლე არ გახსენებიათ.  ეს არის ხელისუფლებასთან შეზრდილი საპატრიარქოს  ნაბიჯი ქვეყნის ევროპული არჩევანის, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის წინააღმდეგ. აღვნიშნავ, რომ საპატრიარქოშიც არიან წესიერი ადამიანები,  ისევე როგორც ხელისუფლებაში. 

ლევანის ძველი ლექციიდან ფრაზა ამოქექა ვასიკო მაღლაფერიძემ, რათა შეექმნათ ანტიდასავლური მტრის ხატი. ვასიკო მაღლაფერიძის ტექსტი პირდაპირ მიუთითებს ამას, რომ იქ ლევანს აგინებენ,  როგორც დასავლეთის დესანტს საქართველოში. 

ხელისუფლებამ ამით დაუშვა მისთვის კატასტროფული შეცდომა, როდესაც წამოიწყო პეტიცია, რომ აეკრძალათ ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციების კითხვა. აბსოლუტური უმრავლესობა გონიერი ადამიანებისა ქვეყანაში, იმის მიუხედავად, ვინ ეთანხმება მთლიანად ლევანს და ვინ ნაწილობრივ, აღშფოთდა. ისინიც კი აღშფოთდნენ, ვინც არ ეთანხმებიან. 

რაც უფრო მაღალია განათლების ცენზი, მით უფრო მაღალია ლევან ბერძენიშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები