თბილისში მცხოვრებ აფხაზ ბლოგერს ოკუპირებულ აფხაზეთში "სახელმწიფო ღალატის" მუხლით ბრალი წაუყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  უსაფრთხოების სამსახურმა, 28 წლის ბლოგერის დაურ ბუავას წინააღმდეგ "სახელმწიფო ღალატის" მუხლით საქმე აღძრა. მიზეზი გადაღებული ვიდეო გახდა, სადაც ის ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობს.

დე ფაქტო რეჟიმის "უსაფრთხოების სამსახური" თვლის, რომ Tiktok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, "საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება".

"მე მიმყავდა ეთერი tiktok-ის საკუთარ გვერდზე და გამოვთქვამდი საკუთარ აზრს, რომ აფხაზეთს ვხედავ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით, რადგან ასე უფრო გვექნება განვითარების საშუალება. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი რუსეთთან იყოს. გუშინ ვკითხულობდი ინფორმაციას ჩემს შესახებ და გავიგე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, სიმართლე გითხრათ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენა იმიტომ, რომ მე რიგითი ადამიანი ვარ, რომელიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. მე მინდა, რომ შეხების წერტილები ვიპოვო აფხაზებსა და ქართველებს ორის, რაც აუცილებელია და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე წამოიწყეს ჩემზე", - აცხადებს დაურ ბუავა "მთავართან".

28 წლის ბლოგერი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებლად 2021 წელს გადმოვიდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები