მოლდოვაში ბელარუსის მოთხოვნით, უკრაინელი დეპუტატი დააკავეს

მოლდოვის მესაზღვრეებმა უკრაინის უმაღლესი რადას უპარტიო დეპუტატი ევგენი იაკოვენკო დააკავეს. დაკავება ბელარუსის მოთხოვნით განხორციელდა, - წერს Deschide.MD.

იაკოვენკო ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კიშინიოვში ინტერპოლის ბიუროს ხელმძღვანელმა ვიორელ ტენტუმ განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი სახალხო დეპუტატს მექრთამეობასა და კორუფციაში ადანაშაულებს და მის  ექსტრადიციას ითხოვს.

ევგენი იაკოვენკო უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი 2019 წელს დონეცკის ოლქში გამარჯვების შემდეგ გახდა. მაშინ პოლიტიკოსი მისმა კონკურენტმა მედვედჩუკის პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ქრთამის აღებასა და გაყალბებაში დაადანაშაულა.