დანილოვი - რუსების ტყვეობაში მარიუპოლის 2 439 დამცველი იმყოფება

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით,  რუსების ტყვეობაში 2439 უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც დამპყრობლების მიერ გარშემორტყმულ მარიუპოლს იცავდნენ.

მისივე თქმით, მარიუპოლის 2 ათასზე მეტმა დამცველმა შეასრულა ყველა საჭირო დავალება, ტყვეობა გახდა იძულებითი ნაბიჯი, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობდა.

"ისინი ჯერ არ არიან კომფორტულ პირობებში, მაგრამ საკვები და წყალი მაინც აქვთ... იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან ცოცხლები და ჯანმრთელები დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა დანილოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები