პარლამენტში დღეს ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. ამ ინიციატივით პარტია "ლელო“ გამოვიდა.

რეგლამენტის მიხედვით, თავისუფალი ტრიბუნა სპეციალური საპარლამენტო ფორმატია, როცა ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლონ.

თავისუფალ ტრიბუნამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება და დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, დეპუტატები კენჭს უყრიან ნათია თურნავას კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები