იტალიის პრეზიდენტი - რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის მცდელობა პრობლემის ძალისმიერი გზებით გადაჭრის, რაც მიუღებელია, იგივე მოხდა საქართველოში

რუსეთის ფედერაციის აგრესიამ  უკრაინაში გააძლიერა ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის, - ამის შესახებ  იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ რომში,  საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფაქტს რეგიონში დიდი გამოხმაურება აქვს. 

"თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რომელსაც ორივე ვემყარებით. -  ეს არის ომის დაგმობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარება. მნიშვნელოვანია ამ ფაქტების ხაზგასმა, რადგანაც რუსეთის თანამედროვე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის მცდელობა პრობლემის ძალისმიერი გზებით გადაჭრის, რაც მიუღებელია. იგივე  მოხდა საქართველოში,  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იტალია ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.  ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეფაქტო ოკუპაციას. 

რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინაში ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში. ამან კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოსა და  ევროპას შორის პარტნიორობის პროცესი და გააძლიერა ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის“, - განაცხადა სეგჯო მატარელამ. 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იტალიაში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება.

უახლესი ამბები