დავით ბერძენიშვილი - ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ

"რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მისივე თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა, თუმცა არავის გაუმარჯვია.

ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა.

"ეს ის ხალხია, რომელიც "ვინც მოვიდა გაუმარჯოს" კატეგორიიდან არის. "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არც ერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა "რესპუბლიკურ პარტიასაც" და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ვასილ მაღლაფერიძემ პირველმა ამოქექა ლევან ბერძენიშვილის ლექციიდან ფრაგმენტი ერეკლე მეორის შესახებ და თქვა, რომ ბერძენიშვილი არის ლამის დასავლეთის ბაცილა.

"ლევანის ლექციის 90 პროცენტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების კრიტიკას ეძღვნება. ანტიდასავლური კამპანია წამოიწყეს და პატრიოტიზმად გვასაღებენ პრორუსებს. ივანიშვილს, ღარიბაშვილს ეხებოდა ეს კრიტიკა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზდა და ვასიკო მაღლაფერიძეს შეუკვეთა ეს უგვანი სტატია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები