მიხეილ სარჯველაძე - თვალში ნაცრის შეყრას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ თითქოს დემოკრატია უკუსვლით მოძრაობს, სააკაშვილს ცილს სწამებენ, კარგ მმართველობას ძირი გამოეთხარა

"გასულ პერიოდში არ ცხრებოდა ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების დისკუსია  ერთგვარ პოლიტიკურ დივერსიაზე, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მიმართავდნენ. პოლიტიკური დივერსიის მკაფიო შედეგი იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადება - ფაქტია, რომ მის გამავრცელებლებს განცხადების დასაწყისშივე დასჭირდათ საგანგებოდ იმის აღნიშვნა,  რომ ამას ახორციელებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით“, - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი შეფასებები ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული.

"სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი შეფასებები მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას. 

შესაძლებელია, ამჟამინდელი ხელისუფლება აკრიტიკო, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ 2012 წლის შემდეგ, თითქოს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ეროზიას განიცდის, დემოკრატია უკუსვლით მოძრაობს, თითქოს სააკაშვილს ცილს სწამებენ, თითქოს კარგ მმართველობას ძირი გამოეთხარა. ვერ დავასახელებთ სფეროს, რომელიც ამ მიმართულებით, პირიქით, პროგრესით არ წარმოჩინდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია არა წინა 9 წლიან მმართველობასთან შესადარებლად არამედ, იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს არის იმ პოლიტიკური გუნდის ურყევი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას დღეს მართავს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, ორმაგი სტანდარტები და უსაფუძვლო, უსამართლო ბრალდებები ნეგატიურ როლს ასრულებს საქართველოში მოსახლეობის ევროპული განწყობის ფორმირების საქმეში.

"ჩემი მიზანია, ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე, რომ ასეთი ორმაგი სტანდარტები და უსაფუძვლო იმავდროულად, უსამართლო ბრალდებები ძალზე ნეგატიურ როლს თამაშობს საქართველოში მოსახლეობის ევროპული განწყობის ფორმირების საქმეში, რადგან რა ტრიბუნიდანაც არ უნდა ისმოდეს ასეთი უსამართლო შეფასებები, საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც საკუთარ თავზე გამოუცდია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის აუტანლობა და ეს არ დავიწყებია, ვერ დაარწმუნებენ, რომ მათ მმართველობას შეიძლება უწოდებდე კარგ მმართველობას. მოსახლეობა, შეიძლება, მკაფიოდ ხედავდეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ინტრიგებისა და ზემოაღნიშნული პოლიტიკური დივერსიის ნაყოფია. ამ ყველაფერზე ვსაუბრობ იმ ევროპელ პოლიტიკოსთა გასაგონად, რომელთა ასეთი მცდარი რიტორიკა საქართველოში აღიქმება პოლიტიკურ მიკერძოებად. დაახლოებით იმათ, ვისი პირდაპირი ნარატივით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის ბოლოდროინდელ განცხადებაშიც მოვისმინეთ, როდესაც ისინი ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას არჩევანი დაუწუნონ და ამის გამო ევროინტეგრაციის პერსპექტივის მოკვლით დაემუქრონ. ეს კი ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ღრმად მწამს, რომ ეს არც თვით ევროპის ინტერესშია. მწამს ასევე, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია რადგან მწამს, რომ ყოველგვარ პოლიტიკურ დევიაციაზე მაღლა დგას საქართველოს ისტორიული არჩევანი, რომელიც ცალსახად და ურყევად -  მხოლოდ ევროპულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები