არჩილ თალაკვაძე - სინამდვილეში ნიკა გვარამია ჟურნალისტიკას ამოფარებული "ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ

სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს სასამართლომ გადაწყვიტა და სასამართლოში ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენს მოეთხოვება, დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მით უმეტეს, რომ ომბუდსმენს ალბათ ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. მას აქვს უფლება, რომ რეკომენდაციით მიმართოს თუნდაც პრეზიდენტს, თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასმართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი და სულ მცირე შვიდი მილიონი ლარით აზარალა ტელევიზია, რომელშიც მუშაობდა და რეალურად ის პასუხისგებაში მიეცა ამის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სინამდვილეში, დღეს ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანი უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ ამართლებდა სახელმწიფო საჭიროებით რეიდებს ტელევიზიებში და ტელევიზიების დახურვას, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს სასამართლომ გადაწყვიტა და სასამართლოში ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები