თამთა მურადაშვილი - ნიკა გვარამიას არანაირი მოლოდინი არ აქვს, არც ფიქრობს შეწყალებზე

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ელოდება, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტი,  რომელიც მის საქმეზე სახალხო დამცველმა მოამზადა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, სახალხო დამცველის დასკვნა ადასტურებს,  რომ ამ  საქმის მიმართ კითხვები არსებობს. 

"ნიკას არანაირი მოლოდინი არ აქვს, არც ფიქრობს ამ საკითხზე, არ იტვირთავს თავს ამაზე ფიქრით.  ჩვეულებრივად იხდის სასჯელს,  როგორც პოლიტპატიმარი. მას განსაკუთრებული იმედი ამ მიმართულებით არ აქვს. 

ნინო ლომჯარიას დღევანდელი დასკვნა არის მისთვის საინტერესო. ჯერ კარგად არ იცნობს და უკეთ გაეცნობა,  თუ  როგორი დასკვნა დაწერა სახალხო დამცველმა“, -განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები