მამუკა არეშიძე - ევროკავშირის უარს ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს სათავისოდ

"თუ წევრობის სტატუსს ვერ მივიღებთ, იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ამოვარდნილია ყველა საერთაშორისო ფორმატიდან", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" პოლიტიკის ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე. 

"ევროკავშირის უარს საზოგადოების ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად მიიღებს და ამის საფრთხე ნამდვილად არის, ოპოზიცია კი ამას აუცილებლად გამოიყენებს სათავისოდ. მათ ქმედებაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ქმედება, როგორც პროცესი, დესტრუქციული გზით წავა. სამწუხაროდ, საზოგადოების მეორე ნაწილში ისედაც არის ნიჰილისტური განწყობა, რაში გვჭირდება ევროკავშირიო. ცხადია, მე ვერც ერთი მხარის მიდგომას ვერ გავიზიარებ. 

ახლა ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსის მოცემა, ერთი შეხედვით, არაფერია, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ რამეში წაგვადგება. მართალია, უსაფრთხოების ქოლგას ვერ შექმნის, მაგრამ ბევრად მყარი პოზიცია გვექნება. თუ ამას ვერ მივიღებთ, იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ამოვარდნილია ყველა საერთაშორისო ფორმატიდან. თუ ევროპასთან არ ვიქნებით თუნდაც წვრილი ძაფით დაკავშირებული, ქვეყანა ბევრად მოწყვლადი გახდება. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იმავე მიდგომების დემონსტრირება მოხდეს საქართველოს მიმართ, როგორიც უკრაინისა და მოლდოვას მიმართ არის. 

ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის განცხადება მოწმობს, რომ მიუხედავად იმისა, რა ილაპარაკეს პარტიის ყრილობაზე, უფრო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური მთლიან¬ობა, ვიდრე ის, ვინ არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში და მოსწონს თუ არა ეს სახალხო პარტიას. ამიტომ მგონია, რომ ევროსტრუქტურებში გონიერება გაიმარჯვებს, არ აჰყვებიან ზოგ შემთხვევაში აბსოლუტურად ცრუინფორმაციას, კონიუნქტურას და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომელიც ევროპული ფორმატის მომავლისთვის არის საჭირო.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ შეიცვლება. რუსეთისთვის მთავარია საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს, თორემ ევროკავშირში ჩვენი შესვლის წინააღმდეგი მაინცდამაინც არც არასოდეს ყოფილა. თუმცა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, საბოლოოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრება არ მოხდეს. მოკლედ, თუ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, ხიფათი უფრო გაიზრდება, თუ მივიღებთ, შემცირდება, მაგრამ ცხადია, ძალიან მცირედ”, - განაცხადა არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები