რატი იონათამიშვილი - მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-განვითარების წინაშე წვლილის მქონე ადამიანის სანქციაზე საუბარი, ღირებულებების სანქციაზე საუბარს ნიშნავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, იმ ადამიანის მიმართ სანქციაზე საუბარი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე, სინამდვილეში ღირებულებების სანქციაზე საუბარს ნიშნავს.

რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

იონათამიშვილის განმარტებით, მეორე მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც არასდროს იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპების დაცვა.

"როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არის საუბარი, ერთ კონკრეტულ პირს, ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართულ ეკონომიკაზე როდესაც არის მასზე საუბარი, მისი ქველმოქმედება, რომელიც სამ მილიარდ დოლარზე მეტია, მარტო ქველმოქმედება კი არ არის, ეს არის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ადამიანს აქვს ასეთი წვლილი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, მოქალაქეებისა და ეკონომიკის წინაშე, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე და ასეთი ადამიანის სანქციაზე იწყებ ლაპარაკს, აქ ღირებულებების სანქციაზეა სინამდვილეში ლაპარაკი და არა კონკრეტული ადამიანის სანქციაზე. ეს ეხება თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დემოკრატიული პრინციპების გამყარება, რადგან მეორე მხარეს ვინც არის – „ნაციონალური მოძრაობა“, მათთვის არასდროს იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი პარტიისა და ბელადის ინტერესების დაცვა. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის, რომ ყველა არჩევნებზე ძალიან მწარედ მარცხდება ეს პარტია და დამარცხდება ყოველთვის.

საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც დემოკრატიული და მითუმეტეს, ვერც არადემოკრატიული გზით ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ამ ადამიანებს არ უნდათ საქართველოს წარმატება, მათ უნდათ რევანში და შურისძიება ჩვენს მოსახლეობაზე, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები აყოლილი არიან მათ ზუსტად ამ სულიკვეთებაში და ისინი საქართველოში არა საქართველოს განვითარების გულშემატკივრები, არამედ ზუსტად იმ ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერები გამოდიან, ვინც არბევდა მედიას, საკუთრების უფლებას უკიდურესად ლახავდა, ვისთვისაც ადამიანის უფლებები იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის დაერღვიათ, არ დაეცვათ და ა.შ. სისტემური იყო დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან მაშინ, რაც სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილებებით არის დასაბუთებული. ამის ფონზე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, ჩვენ დღეს ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები