იაგო ხვიჩია - მიზანი, რასაც ვუყურებ, არის ის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ

"გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური მნიშვნელობის“. 

"ჟარგონი უნდა გამოვიყენო – ვამსგავსებ ვითარებას, როცა ბირჟაზე ხალხი ზის და ცდილობს ერთმა მხარემ მეორე ააგდოს და ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე მხარე ავარდეს და რამე აკადროს.

რისი იმედი გვაქვს არ ვიცით, მაგრამ მიზანი, რასაც ვუყურებ, არის ის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ ისეთ რამეზე, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება. პრემიერის ეს განცხადება ჩემთვის ნიშნავს იმას, თითქოს რაღაც გვინდა გამოვსტყუოთ ევროპარტნიორებს, თან ისეთი რამე, რომლის გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს მისი ინტერვიუდან. 

ვისურვებდი, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ. უცნაური ახირებითი ხალხია საქართველოს მთავრობაში და ამ ერთხელ გაგვიგონ. მე მხოლოდ იმედი შეიძლება მქონდეს, რადგან ამ საქმის გულშემატკივარი ვარ. იმედი მაქვს, ამ ერთხელ გვაპატიებენ ჩვენი სახელით, რომ ასეთი უცნაური რაღაცები ისმის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები