მიცკევიჩის ქუჩაზე, სადარბაზოში დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების პასპორტები და პირადი მონაცემები აღმოაჩინეს

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების პირადი მონაცემები, პასპორტების ასლები, ტელეფონის ნომრები  და ინფორმაცია სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის შესახებ, ქუჩაში, შემთხვევით აღმოაჩინეს. 

ფურცლებზე დატანილია საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მათ შორის სამხედრო ატაშეების,  კონსულების და მათი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. მონაცემები შუა ქუჩაში, ერთი-ერთი კორპუსის შესასვლელში ყრია და მისი ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია.

"მე ვარ კომპანიის ბუღალტერი, რომელმაც გუშინ ავიღე საბუთები და დავაწყე, დღეს უნდა წაგვეღო, გავიფუჭდა მანქანა, რომლითაც მოვდიოდით. ეს საბუთები ყუთში იყო ჩაწყობილი, იყო „დასკოჩილი“, აქ არის კონკრეტულ მაღაზიაში მაისურის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმისათვის, რომ საგადასახადო მიზნებისთვის მათ დღგ-ს შემცირება გააკეთონ, როგორც დიპლომატებმა, ვალდებულები არიან საბუთი წარმოადგინონ. ჩვენ ეს საბუთები გვქონდა ბუღალტერიაშია. შესაძლებელია, დავუშვით შეცდომა, თუ კანონი დავარღვიე, გამოვცხადდები პოლიციაში. ეს არის 2019 წლის, რომელიც უნდა დამებრუნებინა, წამოვედი სამსახურიდან და უნდა დაგვებრუნებინა, ვალდებული ვარ დავაბრუნო. გუშინ მთელი დღე ვაწყობდი ამას, წავედი მანქანის მოსაყვანად, „მარშუტკა“ გზაში გაფუჭდა“, - განაცხადა კომპანიის ყოფილმა ბუღალტერმა. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები