ნიკოლოზ სამხარაძე - იმ 308 კაციდან, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ "იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ბევრი შეცდომებით გაჯერებული რეზოლუცია კითხვის ნიშნებს აჩენს.

"იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში ბევრი შეცდომაა, ეს რეზოლუცია უკვე აჩვენებს იმას, რომ მაინცდამაინც დიდი ყურადღება ამ რეზოლუციას არ უნდა მივაქციოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შეცდომებით გაჯერებული რეზოლუცია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან, შესაბამისად იქაც, პარტიული ხაზები და პარტიული კუთვნილება ბევრს რამეს წყვეტს. შეიძლება ბევრი იყოს ისეთი დეპუტატი, რომელიც პარტიული გადაწყვეტილების მიხედვით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას. იმ 308 კაციდან, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ინიცირებული, აქედან გამომდინარე ხმა მისცეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები