ნიკოლოზ სამხარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტექსტში იმდენი ფაქტობრივი უზუსტობა და შეცდომაა, რომ თვითონ ტექსტიდან ჩანს, რომ ზერელე დამოკიდებულებაა ამ რეზოლუციის მიმართ.

"1 თვის წინ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ზუსტად იგივე 27 ქვეყანა მონაწილეობს და იქაც საპარლამენტო დელეგაციები არიან და ყველამ მისცა ხმა. ის რეზოლუცია იყო ძალიან დიდი შრომისა და კვლევის შედეგი. მისი ავტორები დაახლოებით 9 თვე წერდნენ ამ ანგარიშს. შეხვდნენ ყველას საქართველოში. შესაბამისად, ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი. იმ რეზოლუციაში ეწერა, რომ მიუხედავად ნაკლოვანებებისა, საქართველომ იმდენად დიდ პროგრესს მიაღწია, თითქმის უკვე მზად არის, რომ პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს. 1 თვის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს. ტექსტში იმდენი ფაქტობრივი უზუსტობა და შეცდომაა, რომ თვითონ ტექსტიდან ჩანს, რომ ზერელე დამოკიდებულებაა ამ რეზოლუციის მიმართ“, - განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები