ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტს" "ქართული წარმომავლობის თანაშემწე“ აღმოუჩინეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში ბჟანიას თანაშემწე არის რუსი ალექსანდ მირელი.

მანამდე ტელეგრამის არხზე მომხმარებელმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიას „ქართული წარმომავლობის თანაშემწე“ ჰყავს, ის მირილაშვილია და მირელი მისი გადაკეთებული გვარია. მოგვიანებით ტელეგრამის არხით განაცხადეს, რომ მირელი საქართველოს დიასპორის წევრების ჩამონათვალში იძებნება, რუსეთში საქართველოს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებსაიტზე.

ბჟანიას პრესსამსახურში ჟურნალისტებს მოუწოდეს, „გადაუმოწმებელი საიტებიდან არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.

"ინტერნეტპორტალის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მაშინ გიორგი დიმიტრიევიჩ გულია და ფაზილ აბდულოვიჩ ისკანდერიც ქართული დიასპორის წევრები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა არ აჩენს კითხვებს. თუმცა, ისკანდერისა და გულიას ფოტოები, ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად, ამ ვებგვერდზეა განთავსებული განყოფილებაში - „ადამიანები ქართული დიასპორიდან“, - აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურში.

იქვე განმარტეს, რომ ალექსანდრ მირელი დაიბადა, გაიზარდა და შრომითი საქმიანობა დაიწყო სოხუმში და მოგვიანებით გადავიდა რუსეთში.

პრესცენტრის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 23-წლიანი გამოცდილებისთვის მირელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარ კირილესგან დაჯილდოებულია მედლებით, ღირსების სიგელებით, მადლიერებისა და მისასალმებელი წერილებით დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გამოცდილება და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მირელის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის 2007-2018 წლებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე იყო; 2009-2012 წლებში არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა; 2014-2017 წლებში იყო ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის მრჩეველი, ხოლო 2018 წლიდან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ალიონა არშინოვას და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ილია უმახანოვის თანაშემწეა.

არ არის ცნობილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რა „სპეციალური დავალებების“ შესრულებითაა დაკავებული ალექსანდრ მირელი.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები