რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილს აშანტაჟებენ, შეიძლება შეწყალებებზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძრან

სალომე ზურაბიშვილს აშანტაჟებენ, შეიძლება შეწყალებებზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძრან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებით მკაფიო სიგნალი უნდა მისცეს ევროპას.

"სალომე ზურაბიშვილს აშანტაჟებენ, ხან იმპიჩმენტით ემუქრებიან, თუ შეიწყალებს ნიკას გვარამიას შავ დღეს აყრიან.  შეიძლება განხორციელებულ შეწყალებებზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღუძრან.

მან უნდა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი განცხადება არ უნდა იყოს წყალწყალა. პირველ რიგში, მან ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა მისცეს დასავლეთს, რომ საქართველო დაადგება დემოკრატიის გზას,  რომ ერთი  ინსტიტუტი მაინც არის ქვეყანაში, რომელიც არის ევროპისკენ მიმართული.  მოხდეს კონკრეტული ქმედება, თუნდაც იგივე ნიკა გვარამიას გათავისუფლება“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მან ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა გადაარჩინოს, პრეზიდენტმა ბრიფინგი ჩანიშნა, რომელიც დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები