ნიკა მელია - ვხედავ ოლიგარქიული მმართველობის ბოლო კუდის მოქნევას, ადამიანების დამუნათებას, გვერდზე გაყვანას

ვხედავ ოლიგარქიული მმართველობის ბოლო კუდის მოქნევას, ადამიანების დამუნათებას, გვერდზე გაყვანას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანებზე ზეწოლა ხდება,  რომ ოპოზიციას ჩამოაშორონ. მიუხედავად ამისა, როგორც მელია აცხადებს, ქართული საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის. 

"ჩემზე კარგად იცის "ქართულმა ოცნებამ“,  რომ დრამატულად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც გადაჭრით ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არის პროდასავლური ძალა, კვლევებზე დაყრდნობით არის ეს, კვლევებს ისინიც ატარებებ და ჩვენც ვატარებთ.  

ვხედავ ოლიგარქიული მმართველობის ბოლო კუდის მოქნევას, ადამიანების დამუნათებას, ვისაც რა შესაძლებლობები აქვს იმის ჩრდილში გაყვანას, რომ ამ ისტორიულ პროცესს მოწყვიტონ და ქართული დემოკრატიული ოპოზიციის გვერდით არ დადგნენ. ვხედავ ამ ყველაფერს და გულისტკივილით აღნიშნავ, მაგრამ არაუშავს, ნამდვილად გაცილებით მეტნი ვართ და გაცილებით შეკრულები,  ვიდრე ვჩანვართ. ამაზე არ ვსაუბრობთ, რომ მერე სამიზნე შუბლზე არ დავიხატოთ და "ქართულ ოცნებას“ დღეების განმავლობაში პროპაგანდის საშუალება არ მიეცეთ. ვინც უნდა გადგეს გვერდზე ამ პროცესიდან, დაშინების,  შანტაჟის შედეგად, ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები