იგორ კუროპტევი - რუსეთიდან დევნილ ბლოგერს ინსა ოგუზს საქართველოში არ უშვებენ

რუსეთიდან დევნილ ბლოგერს ინსა ოგუზს საქართველოში არ უშვებენ, - ამის შესახებ  ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელმა იგორ კუროპტევმა  კონფერენციაზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ბლოგერი რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცა და მისი უკან დაბრუნება სასიკვდილო განაჩენი იქნება. 

მისივე თქმით, ინსა ოგუზი ლარსის გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში რამდენიმე დღეა რჩება. 

"ინსა ოგუზი, რომელიც შიდა პატიმრობიდან გამოიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა საქართველოში არ შემოუშვეს, უკვე მეხუთე დღეა, ის ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს საქართველოს საზღვარზე.  მას არ აქვს საკვები და სასმელი.

მივმართეთ საგარეო უწყებას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გუშინ მასთან ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელიც იყო ჩასული, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.

საქართველოს თუ  ნამდვილად სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იყოს, მაშინ გაუგებარია, რატომ ექცევა საქართველოს ხელისუფლება ასე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს გამოექცნენ", - განაცხადა იგორ კუროპტევმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები