მამუკა ხაზარაძე - მაკრონის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხთან არ მუშაობს ხელისუფლება

მაკრონის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხთან არ მუშაობს ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხვალ იმ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომლის თავმჯდომარის შარლ მიშელის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციის ნაწილმა. 

"მაკრონის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხთან არ მუშაობს ხელისუფლება. თუ აკრიტიკებ, კრიმინალებს და ნაცების აგენტებს ეძახი და ქვეყნის მტრებად აცხადებ, იმათაც თავმოყვარეობა აქვთ.

ხვალ უნდა გაჟღერდეს ევროპული საბჭოს დასკვნა, ვეკითხები ამ ოპოზიციონერებს, ვინ არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? შარლ მიშელი ხო არის, რომლის დოკუმენტს ერთი წლის განმავლობაში აბულინგებენ, მეორე ნაწილმა კი,  რომელიც ხელისუფლებაშია, "ოცნებამ" გადახიეს სულ“, - განაცხადა ხაზარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ამ საკითხში ოპოზიციას და ხელისუფლებას თანაბრად ადანაშაულებს თუ არა, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ის ადანაშულებს ყველას, ვინც ვერ ხედავს მიმართულების ვექტორს. 

"მე დავადანაშაულე ყველა, ვინც ვერ ხედავს,  სად არის ვექტორი, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად. როცა გადაახევ ამ დოკუმენტს იმ ადამიანს, ვის გადაწყვეტილებასაც ელოდებიან  ხვალ ჩვენი მოქალაქეები, მეორე მხრივ, არის კატეგორია ხალხი, რომელიც შარლ მიშელის დაბულინგებით იყო დაკავებული,  კითხვა მაქვს, რას ემსახურება ეს ყველაფერი?  მაშინ მე არ მჯერა ამ ადამიანების არც გულწრფელი ევროპელობის, არც იმის,  რომ  უნდათ წინ წავიდეს ქვეყანა. საქმეები ასე არ კეთდება, საქმეს სჭირდება სტაბილურობა და ნდობის მოპოვება. ნდობა არის ურთიერთ მიმართ გზა და არა ცალმხრივი გამზირი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები