თინა ხიდაშელი - დღევანდელი დასკვნის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დღევანდელი დასკვნის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს,  -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს პოზიტიური შეფასების მისაჭებად.

"დღევანდელი დასკვნის მიმართ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. ეს დასკვნა პროცედურულია, რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება. სამწუხაროდ,  საქართველოში  დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით  ისეთი  არაფერი ხდება,  იმ კრიტიკის საპასუხოდ,  რომელიც რამდენი ხანია, უკვე ისმის ევროპული სტრუქტურებიდან. 

საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ჩვენს ხელისუფლებას ბრიუსელში.  ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გაგვიხსნა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

დღეს ევროკომისია   თავის მოსაზრებას გამოაქვეყნებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების განაცხადთან დაკავშირებით,  ხოლო საბოლოო დასკვნა 23-24 ივნისის სამიტზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები