ნიკა მელია - ამას სჭირდება მოქმედება და ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა,  დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.  

მისი თქმით,  ევროკომისიამ შეფასება  ხალხისთვის გასაგები ენით გაკეთდა და ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას. 

"ამას სჭირდება მოქმედება და ეს მოქმედება იქნება, ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული. მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა,  დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აქვთ სახელმწიფოებრივი ინტერესები საერთოდ და არც მალავენ, კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ ვართ მზად მზად, როგორც ვიყავით, უბრალოდ, მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები. 

ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა“, - განაცხადა მელიამ. 

ევროკომისიამ  უკრაინისა და მოლდოვასათვის სტატუსის მინიჭების  რეკომენდაცია გასცა,  განსხავებით საქართველოსაგან, რომელსაც პირობების შესრულება განუსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები