ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაგვაკარგვინოს ევროპული მომავალი

არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაგვაკარგვინოს ევროპული მომავალი, ეს არის მათი ამოცანა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, უპასუხისმგებლო მთავრობა,  რომელმაც ქვეყანა ლიდერობიდან მაჩანჩალობამდე მიიყვანა, თავისი ნებით  არ გადადება. 

"პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე არ მიიყვანდა საქმეს, რომ ვიყავით ლიდერი და გავხდით  მაჩანჩალა. ამიტომ ასეთი მთავრობა არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს,   რომელსაც უნდა დგამდეს მთავრობა იმ ვითარებაში,  როდესაც ასეთი მარცხი ვიწვნიეთ. 

ეს არის მარცხი, რადგან ჩვენ გავხდით აუთსაიდერები, შესაბამისად,  ჩვენ,  საზოგადოებამ უნდა დავსახოთ გეგმა, პირველ რიგში,  იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი, გაერთიანებული ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ,  უნდა ვაჩვენოთ ეს 20 ივნისს.  24 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად. 

ამოცანა უნდა იყოს, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ "ქართულმა ოცნებამ“ დაგვაკარგვინოს ევროპული მომავალი და ეს არის მათი ამოცანა. 

მათი ამოცანა იყო, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები