გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული ჯარების გემი და თვითმფრინავი, ასევე ლიკვიდირებული იქნა 200-მდე დამპყრობელი, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 33 350 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 18.06-მდე: ტანკები - 1 465 (+9), ჯავშანტექნიკა - 3 573 (+10), საარტილერიო სისტემები - 739 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 233 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 98 (+1), თვითმფრინავი - 216 (+1), ვერტმფრენები - 180 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 513 (+17), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 594 (+1), სპეციალური ტექნიკა - 55 (+0), საკრუიზო რაკეტები - 129 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.